Forbes-მა მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes Magazine -მა 2018 წლის ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების (სელებრითების) რეიტინგი გამოაქვეყნა.

ყოველწლიური რეიტინგის განახლებულ ჩამონათვალში მოხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, როგორც მუსიკის, კინოს, ასევე სპორტის და ლიტერატურის სფეროდან.

არავისთვის არ იყო მოულოდნელი, რომ წლევანდელ რეიტინგს მოკრივე ფლოიდ მეივიზერი ჩაუდგებოდა სათავეში, მისმა შემოსავლებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 285 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორეზეა მსახიობი ჯორჯ კლუნი - 239 მილიონით, მესამე მოდელი კაილ ჯენერი - 166,5 მილიონით, მეოთხეზე ამერიკელი სატელევიზიო წამყვანი, იურისტი და ავტორი ჯუდი შეინდოლინი - 147 მილიონით, ხოლო ხუთეულს კრავს მსახიობი დუეინ ჯონსონი - 124 მილიონით.

რაც შეეხება ათეულში შემავალ სხვა პერსონებს, ის ასე გადანაწილდა: 6. U2 118 - მილიონით, 7. Coldplay - 115 მილიონით, 8. ლიონელ მესი - 111 მილიონით, 9. ედ შირანი - 110 მილიონით, 9. კრიშტიანუ რონალდუ - 108 მილიონით.

როგორც ხედავთ, ათეულში მომღერლები და სპორტსმენები უმრავლესობაში არიან. სიაში შესული 98 ვარსკვლავიდან კი 14-ია მხოლოდ ქალი, მომღერალ ქალებს შორის ლიდერობენ კეტი პერი და ტაილორ სვიფტი 83 და 80 მილიონების შემოსავლით. რეპერებს შორის კი ჩამონათვალში ლიდერობენ ჯეი ზი 76,5 მილიონით, შემდეგ კენდრიკ ლემარი, შონ დიდი კომბსი და დრეიკი.

კოკა კვირკველია