ამერიკის სენატში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის დასაწესებელ სანქციებზე კანონპროექტი უკვე მზად აქვთ

ამერიკელმა სენატორმა შტატ ვაიომინგიდან ჯონ ბარასომ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას პირებისადმი, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ რუსეთის მიერ განხორციელებად პროექტზე ენერგორესურსების ექსპორტირებისთვის, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის.

კანონპროექტის ტექსტი გამოქვეყნებულია სენატის პორტალზე.

სენატორმა საკუთარ საკანონდებლო ინიციატივას უწოდა ESCAPE, (გაუჩინარება) რომელიც ოფიციალურად იშიფრება როგორც "Energy Security Cooperation with Allied Partners in Europe Aсt".

მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ამ კანონპროექტის მიზანია ნატოს მოკავშირეებმა თავიდან აიცილონ რუსეთის მხრიდან პოლიტიკური იძულება. მან მოსკოვი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ენერგორესურსების გამოყენებაში დაადანაშაულა.

კოკა კვირკველია