1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4503 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4503 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4546 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8433 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8520 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.