გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ვაზისუბნის მამული“ სოფელ ვაზიანში 32 ჰა. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ვენახია გაშენებული. აღნიშნულ საწარმოში კომპანია საკუთარი ყურძნის გადამუშავებას უზრუნველყოფს, ამასთან, სოფელი ვაზიანისა და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა მოახდინონ ყურძნის ჩაბარება.
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზიანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 84 000 ლარად გაყიდა.