მეტროსადგურ „სადგურის მოედანს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„სადგურის მოედანს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მეტროპოლიტენის სადგურ ,,სადგურის მოედანი-1”-ის, ,,სადგურის მოედანი-2”-ის (ამოსასვლელი დადიანის მხარეს) და ,,სადგურის მოედანი-3”-ის კაპიტალური რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 24 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 270 000 ლარია.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადგურის ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერების ღონისძიებები; შესასვლელი ცხაურების და ჟალუზებიანი კარების შეცვლა; ბარიერების და ტურნიკეტების მოწყობა; ა.ს.პ. მოძრავი ასაღები იატაკის მოწყობა (უნივერსიტეტი ნიმუში); შესასვლელი კარების შეცვლა; ვესტიბიულსა და ბაქნის დონეზე არსებული მარმარილოს შეცვლა და ა.შ.,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.