აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამჯერად კრიტიკის მიზეზი ამერიკული კომპანია Google-ს დაჯარიმება გახდა.როგორც ცნობილია, კომპანია ევროპის ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევის გამო 5 მილიარდი დოლარის ოდენობით დააჯარიმა.
„მე ხომ ვამბობდი! ევროკავშირმა დააჯარიმა ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია Google 5 მილიარდი დოლარით. მათ გააცურეს შტატები, თუმცა ცოტა ხნით“ - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა კომისიამ, ინტერნეტ კომპანია Google კონკურენტებთან ბრძოლაში მობილურ ოპერაციულ სისტემა „ანდროიდის“ გამოყენებაში დაადანაშაულა და ამისათვის 4.34 მილიარდი ევროს (დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი) გადახდა დააკისრა.
Google-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
კოკა კვირკველია