5 მილიონზე მეტი ამერიკელი მზადაა, ფასიან ტელევიზიაზე უარი თქვას

აშშ-ის 5,4 მილიონი მოსახლე აპირებს მიმდინარე წელს უარი თქვას ფასიან საკაბელო ტელევიზიაზე, შედეგად კი სატელევიზიო ოპერატორებს დააკლდებათ 5,5 მილიარდის შემოსავალი.

გასულ კვირას ფასიან ტელევიზიას დაემშვიდობა 4,8 მილიონი ამერიკელი, კიდევ ერთი წლით ადრე კი 3,8 მილიონი.

„კონტენტის მიღების ალტერნატიული გზების ძიება სულ უფრო მარტივდება, ადამიანებს სულ უფრო არ მოსწონთ ურთიერთობა პროვაიდერებთან და ისინი უბრალოდ მიდიან“, - განაცხადა ანგარიშის ავტორმა სტივენ ბეკმა MarketWatch-თან ინტერვიუში.

როგორც კომპანიის მეირ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ბოლო 2 წლის განმავლობაში რესპოდენტების 30%-მა უარი თქვა ფასიან მომსახურებაზე, კიდევ 18%-ი არასოდეს ყოფილა ხელმომწერი ფასიანი სერვისის. ამ უკანასკნელიდან უმეტესობა კი სტრიმინგ სერვისებით სარგებლობდა, ისეთებით როგორებიცაა Netflix, Amazon Prime და Hulu Plus.

ფასიანი ტელევიზიების მომხმარებელთა მთავარ უკმაყოფილებად სახელდება მაღალი ფასები და სხვა დამატებითი გადასახადები.

ცნობისათვის, იმ ამერიკელებმა, რომლებმაც უარი თქვეს ფასიან სერვისზე, საშუალოდ თვეში 85$-ის ეკონომიას აკეთებენ, ამასთან, ამ გადაწყვეტილების მიმღებთა 79% კმაყოფილია საკუთარი არჩევანით, მხოლოდ 5% ნანობს, რომ უარი თქვეს ფასიან არხებზე და აპირებენ დაბრუნებას.

კოკა კვირკველია