ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია Peugeot-ი შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე დაბრუნდეს.
კომპანიამ აშშ 1991 წელს დატოვა. მას შემდეგ Peugeot-ის ამერიკულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით არაერთი ინფრომაცია გავრცელდა, თუმცა ყველა მათგანი ცრუ აღმოჩნდა. ახლა კი ეს ჭორები შესაძლოა, რეალობად იქცეს, ვინაიდან კომპანიის ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობის PSA Group North America-ს ხელმძღვანელმა ლარი დომენიკემ ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა. საუბარია აშშ-ს 15 შტატზე და კანადის პროვინციებზე.
„ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ ადგილი, სადაც არის მაღალი შესაძლებლობა დავაინტერესოთ მყიდველი ფრანგული კომპანიის ავტომობილებით. მათ შორის განვიხილავთ კალიფორნიას, ტექსას, ფლორიდას, ნიუ-იორკს, ილინოისს, ნიუ ჰემპშირს, ნიუ ჯერსის, არიზონას, ვოშინგტონს, მასაჩუსეტს, ვირჯინიას, ჩრდილოეთ კაროლინას, ჯორჯიას და მერილენდს და მათ შესაძლოა კიდევ ერთი დაემატოს“ - განაცხადა დომენიკემ Automotive News Europe-თან ინტერვიუში.
რაც შეეხება კანადას, აქ რამდენიმე პორვინცია განიხილება. თუ კომპანია საბოლოოდ გადაწყვეტს დაბრუნებას კონტინენტზე, მისი გაყიდვების 87% სწორედ კანადაზა მოვა.