ნულიდან „ზარამდე“ - როგორ გახდა მაღაზიის გამყიდველი მოდის ინდუსტრიის მაგნატი

„მე ვეკუთვნი საკუთარ ბიზნესს და არა – პირიქით!“, - ეს სიტყვები მოდის ინდუსტრიის მაგნატს, ესპანელ მილიარდერს ამანსიო ორტეგას ეკუთვნის, ადამიანს, რომელმას ყველაფერი მაღაზიაში გამყიდველობიდან დაწყო.

ამანსიო ორტეგა - ესპანეთის უმდიდრესი ადამიანი, მოდელიორი, კომპანია „ინდიტექსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ. კორპორაცია Inditex მსოფლიოს უმსხვილესი საბითუმო ქსელია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა

„ზარა“, „მასიმო დუტი“, „ბერშკა“, „სტრადივარიუსი“, „ოიშო“, „ზარა ჰოუმი“, Pull & Bear და Uterqüe. „ინდიტექსი“ მსოფლიოს 88 ქვეყანაში 7 448 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ესპანელი მილიარდერის ქონება 73,7 მილიარდი დოლარია.

ამანსიო ორტეგა 1936 წლის 28 მარტს ესპანეთის პატარა ქალაქ ლეონში დაიბადა. მამამისი რკინიგზის მუშა, ხოლო დედა - მოსამსახურე იყო. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, ორტეგამ სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხა. 13 წლიდან ერთ-ერთი მკერავის კურიერად დაიწყო მუშაობა, რომელიც მდიდარი კლიენტებისთვის კერავდა. როდესაც ამანსიო 14 წლის გახდა, ოჯახი ლა-კორუნიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამ ახალი სამსახური მიიღო. სწორედ აქ დაიწყო ამანსიო ორტეგას პროფესიონალური შემოქმედება. თავიდან ქსოვილების გოფრირებითა და მოფარდაგებით იყო დაკავებული, შემდეგ კი ერთ-ერთ იტალიელ მოდელიორთან დამხმარედ დაიწყო მუშაობა. პატარა მკერავი ჭრა-კერვის გარდა, ფასის წარმოშობის სქემას სწავლობდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა, როგორ შეემცირებინა საქონელზე ფასნამატის მაჩვენებელი, რაც შემდგომში ტანსაცმლის იმპერიაში - "ზარაში" გამოიყენეს.

bpn

bpn