მსოფლიოში უკიდურესად გაჭირვეული ადამიანების რიცხვი სულ უფრო მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2000 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები მოსახლეობის 27% -ს შეადგენდნენ, დღეის მდგომარეობით კი 9%-ს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ხდება ამ მხრივ საქართველოში და ახერხებს თუ არა ქვეყანა მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებლის კლების ტენდენციისთვის ფეხის აწყობას.
როგორც ეკონომიკის დოქტორი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ჩვენს შემთხვევაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების დათვლის მეთოდიკა რამდნეჯერმა შეიცვალა, ამიტომ 2000-2018 წლების სრული სურათის დანახვა ცოტა რთულია.
მისი თქმით, ამასთანავე შიცვალა საარსებო მინიმუმის ოდენობაც, რამაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამინების რიცხვიც შეამცირა, თუმცა ეს რეალობას სრულად არ ასახავს.
„საქართველოში 2006 წელს შეიცვალა დათვლის მეთოდიკა და სიღარიბის ზღვარი დაახლოებით 1/3-ით შემცირდა. პირობითად, თუ მანამდე საშუალო ოჯახისთვის ზღვრად ითვლებოდა 270 ლარი (2005 წლის გაზაფხულისთვის), შემდეგ ეს მაჩვენებელი დაიყვანეს 170-175 ლარამდე. შესაბამისად, ამ ზღვარს მიღმა აღმოჩენილი ადამიანების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ახალი მეთოდიკით, 2014 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა მყისიერად 55%-დან 35%-მდე ჩამოვიდა. თუმცა, ამანაც არ უშველა და ისევ განაგრძო ზრდა. ერთ წელიწადში 35%-დან 39%-მდე ისევ გაიზარდა.
მოგვიანებით ეს მეთოდიკაც აღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და გადავედით დათვლის კიდევ ახალ მოდელზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მალავს იმ სიღარიბის რეალურ მასშტაბებს, რაც სინამდვილეში გვაქვს. მხედველობაში მაქვს შემოსავლებისა და ხარჯების მედიანური მაჩვების 60-%-ს მიღმა მყოფი შიდამეურნეობობის და მოსახლების რაოდენობა. ეს დასაანგარიშებლად იმდენად რთული არ არის, რამდენადაც საზოგადოების მიერ აღსაქმელად. ინდიკატორი უნდა იყოს რაც შეიძლება იოლად გასაგები. ამ მაჩვენებლის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამინების რიცხვი 22-23%-ის ფარგლებშია. მეტ-ნაკლები სტაბილურობით“,-აცხადებს სოსო არჩვაძე და სიღარიბეზე საუბრისას, ხელისუფლების მიერ დაანოსებულ ინკლუზიური ეკონომიკის ფორმირებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, აქ მთავარია, რამდენად მონაწილეობს მოსახლეობა ქვეყნის დოვლათის ფორმირებაში, რაც საქართველოს რეალობაში ნაკლებად გამოდის, შესაბამისად, ადამიანების შემოსავლებზეც არ ისახება.
„როდესაც ხელისუფება აქცენტს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის ფორმირებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი მთავარი ფაქტორია, თუ რამდენად მონაწილეობს ქვეყნის მოსახლეობა ქვეყნის დოვლათის ფორმირებაში. საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი უცხოელი ინვესტორი შემოდის, მაგრამ ეს დოვლათ არის მათი კუთვნილება. კი ბატონო, ინდოელი საქართველოში მოსავალს რომ მოიყვანს, ქვეყნის შიდაპროდუქტში ითვლება, მაგრამ ის შემოსავალი იხარჯება არა საქართველოში, არამედ ინდოეთში. ამას პირობითად ვამბობ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის ინვესტრი იქნება. შედეგად ვიღებთ იმას, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილზე ეს არ აისახება, რაც სერიოზული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემაა“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.
რაც შეეხება მსოფლიოში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიცხვის კლების ტენდენციას, სტატისტიკოსი ამბობს, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად ცდილობს ფეხის აწყობას, თუმცა ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეკონომიკაში ამ მიზნით იგეგმება, ჩვენს რეალობაზე უნდა იყოს კარგად მორგებული.
„სიღარიბის მაჩვენებელი არ არის მხოლოდ ღირებულებითი კატეგორია, ეს არის მენტალური და შეფარდებითი მაჩვებელიც. მართალია, ჩვენთანაც იზრდება კეთილდღეობა და დღეს ნებისმიერ ყველაზე ღარიბსაც კი, ვისაც შიძლება უნივერსიტეტში წასვლისა და იქ სადილის ფული არ ჰქონდეს, ხელში იმაზე კარგი მობილური უჭირავს, ვიდრე ეს ჰქონდა, 90-ანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მაგრამ ჩვენ თანაზიარნი უნდა ვიყოთ არა გასული წლების, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, არამარტო შევაჩეროთ ჩამორჩენა, არამედ ნელ-ნელა დავძლიოთ ყველა პრობლემა“,-აცხადებს სოსო არჩვაძე, რომელსაც შედარებისთვის გერმანიისა და საქართველოს მაგალითები მოჰყავს.
„შარშან ჩვენს ქვეყანას 2,5%-ით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ვიდრე გერმანიას. მაგრამ თუ ავიღებთ 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდაპროდუქტის სიდიდის მიხედვით მატების მაჩვენებელს, 2-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში. მარტივად რომ ვთქვათ, გერმანიის რიგით მოქალაქე გაცილებით უკეთესად ცხოვრობს და მისი შემოსავალი ბევრად აღემატება ქართველი რიგითი მოქალქის შემოსავალს. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ გვინდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ეკონომიკა და ა.შ ეს მხოლოდ ამბიციებსა და მოდას აყოლა კი არა, კარგად გათვლილი და გაანალიზებული უნდა იყოს“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.