2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია „სინგაპურის ავიახაზები“ გახდა. კომპანიამ აღნიშნული ჯილდო 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოიპოვა.
გასულ წელს მას პირველ ადგილზე Qatar Airways შეეცილა. ავია სფეროში ოსკარებად წოდებულ 2018 Skytrax World Airline awards-ზე კომპანიამ კიდევ 4 ნომინაციაში გაიმარჯვა. მას ასევე ხვდა წილად ჯილდო საუკეთესო პირველი კლასისთვის, საუკეთესო აზიური ავიაკომპანიისთვის და საუკეთესო პირველი კლასის სავარძლებისთვის.
Qatar Airways-ი კი, რომელიც მთავარი ჯილდოს მფლობელი 2011, 2012, 2015 და 2017 წლებში დასახელდა, წელს დაჯილდოების ცერემონიიდან ხელცარიელი არ წასულა, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს აკბარ ალ ბაკერს პრიზისის მისაღებად სცენაზე სამჯერ მოუწია ასვლა. მას ერგო პრიზები კატეგორიაში - საუკეთესო ბიზნეს კლასი, საუკეთესო ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში და საუკეთესო ბიზნეს კლასის სავარძელი.
Skytrax-ი ეს არის 2001 წელს დიდი ბრიტანეთში შექმნილი ავია-ინდუსტრიის მიმომხილველი კომპანია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოს ყოველწლიურად გასცემს.
„სინგაპურის ავიახაზების“ გამარჯვებამ აზიური კომპანიები გამოაცოცხლა, რომლებიც ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთის დომინანტ ავიაკომპანიებთან კონკურენციაში მარცხდებოდნენ.
როგორც „სინგაპურის ავიახაზების“ ხელმძღვანელმა განაცხადა, მისი კომპანიის გამარჯვება განაპირობა კომპანიის სტრატეგიამ გაეუმჯობესებინა მომსახურება და განეხორციელებინა ინვესტირება სხვადასხვა მიმართულებით.
რაც შეეხება სხვა დანარჩენ პოზიციებს, ათეულში, ის დიდად არ განხვავდება წინა წლებისგან, სადაც ასევე დომინირებდნენ აზიური კომპანიები. რეიტინგში მესამეა - ANA (All Nippon Airways), მეოთხე - Emirates, მეხუთე - Taiwan-ი ავიახაზები, მეექვსე - Cathay Pacific. ერთადერთი ევროპული ავიამზიდი ათეულში არის Lufthansa , რომელიც მეშვიდე ადგილზეა, მერვე ადგილი დაიკავა ჩინურმა Hainan Airlines-მა, მეცხრე - ინდონეზიურმა Garuda Indonesia და მეათე Thai Airways-მა.
რაც შეეხება ჩრდილო-ამერიკულ ავიაკომპანიებს, მათ მხოლოდ ორი ჯილდო ერგოთ. ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა Air Canada, ხოლო ამავე რეგიონის საუკეთესო ლოუქოსტერად ასევე კანადური WestJet. ბორტზე საუკეთესო საკვებისთვის, სადილისთვის და საუკეთესო მოწყობისთვის ჯილდო გადაეცა Air France-ს.
Top-10 მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია
1. Singapore Airlines2. Qatar Airways
3. ANA All Nippon Airways
4. Emirates
5. EVA Air
6. Cathay Pacific
7. Lufthansa
8. Hainan Airlines
9. Garuda Indonesia
10. Thai Airways
საუკეთესო ავიაკომპანიები რეგიონის მიხედვით
ჩრდილოეთ ევროპა - Finnairდასავლეთ ევროპა - Lufthansa
აღმოსავლეთ ევროპა - Aeroflot Russian Airlines
აფრიკა - Ethiopian Airlines
ავსტრალია/წყნარი ოკეანე - Qantas Airlines
ცენტრალური აზია/ინდოეთი - Air Astana
ჩინეთი - Hainan Airlines
ცენტრალური ამერიკა/კარიბის აუზი - Copa Airlines
სამხრეთ ამერიკა -- Avianca
ჩრდილოეთ ამერიკა - Air Canada
აზია - Singapore Airlines
ახლო აღმოსავლეთი - Qatar Airways
ევროპა - Lufthansa
საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანიები რეგიონის მიხედვით
აფრიკა - Mangoავსტრალია-წყნარი ოკეანე - Jetstar Airways
აზია - AirAsia
ცენტრალური აზია/ინდოეთი - Indigo
ჩინეთი - West Air
სამხრეთ ამერიკა - Sky Airline
ჩრდილოეთ ამერიკა - WestJet
ახლო აღმოსავლეთი - Flynas
ევროპა -- Norwegian
საუკეთესო კვება
ეკონომ-კლასი - Thai Airways
პრემიუმ-ეკონომ კლასი- Aeroflot Russian Airlines
ბიზნეს-კლასი - Austrian Airlines
პირველი კლასი - Air France
საუკეთესო სავარძელი
ეკონომ-კლასი - Japan Airlines
პრემიუმ-ეკონომ კლასი - Air New Zealand
ბიზნეს-კლასი - Qatar Airways
პირველი კლასი - Singapore Airlines
საუკეთესო რეგიონალური გადამზიდავები
აფრიკა - Royal Air Marocაზია - Bangkok Airways
სამხრეთ ამერიკა - Azul Brazilian Airlines
ცენტრალური აზია - Azerbaijan Airlines
ევროპა -- Aegean Airlines
საუკეთესო ლაუნჯი
პირველი კლასი - Qatar Airways
ავიახაზების კავშირის ლაუნჯი - Star Alliance Los Angeles
დამოუკიდებელი აეროპორტის ლაუნჯი - Plaza Premium Heathrow Terminal Two
პირველი კლასის ლაუნჯი - Air France
საუკეთესო მომსახურე პერსონალის მქონე ავიაკომპანია რეგიონების მიხედვით
აფრიკა - South African Airwaysავსტრალია/წყნარი ოკეანე - Qantas Airways
ცენტრალური აზია/ინდოეთი - Vistara
ჩინეთი - Hainan Airlines
ცენტრალური ამერიკა/კარიბის აუზი - Copa Airlines
სამხრეთ ამერიკა - Azul Brazilian Airlines
აზია - ANA All Nippon Airways
ახლო აღმოსავლეთი - Emirates
ევროპა -- Austrian Airlines
კოკა კვირკველია