2018 წლის 6 თვეში მხოლოდ ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 34 817 800 ლარი შევიდა.
ეს 8 მილიონ ლარზე მეტია ბიუჯეტის 6 თვის შესრულების გეგმასთან შედარებით. შედეგად, ამ მუხლში ბიუჯეტი გადაჭარბებულად, 131,9%-ით შესრულდა.
ამასთან, იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 5,646,659.1 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 102.8%-ია. რაც შეეხება შემოსავლებს, 6 თვეში მან 5,019,831.5 ათასი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გეგმის მიხედვით თითქმის 250 მლნ ლარით მეტია. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 105,2%-ით შესრულდა.
ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 397,406.2 ათასი ლარი; დამატებული ღირებულების გადასახადის სახით - 2,152,067.0 ათასი ლარი; ხოლო აქციზის გადასახადის სახით - 654,153.1 ათასი ლარი შევიდა.