"ოქროს საწმისში" ერთ-ერთი მაქსიმალური მოგების მფლობელი უკვე ცნობილია.როგორც „საქართველოს ეროვნული ლატარიიდან“ იუწყებიან, „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ მომენტალურ გათამაშება ,,ოქროს საწმისში’’ მოგებული 20 000 ლარის მფლობელი გახდა გელა დიდებაშვილი თბილისიდან.
თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე ,,გუდვილის’’ ჰიპერმარკეტში მდებარე პრესის დახლზე 2 ლარად შეიძინა ,,ოქროს საწმისის’’ ბილეთი და მომენტალურად 20 000 ლარის მფლობელი გახდა.
„გელა დიდებაშვილი მცირე ბიზნესის მფლობელია, რომლის სავაჭრო სტენდიც ასევე ,,გუდვილის’’ ტერიტორიაზეა განთავსებული.
გელა დიდებაშვილი აცხადებს, რომ მან სამი ,,ოქროს საწმისის’’ ბილეთი ხურდის ნაცვლად შეიძინა, ხოლო ერთ-ერთის გადაფხეკისას მოგებიანი სიმბოლოს ქვეშ 20 000 ლარი აღმოაჩინა“, - აცხადებენ კომპანიაში.
,,ადრე არასდროს მითამაშია, ეს ჩემი პირველი შეხება იყო ლატარიასთან, მსგავსი რამ არასდროს წარმომედგინა, თუ 2 ლარად ოდესმე 20 000 ლარს მოვიგებდი. მადლობა „საქართველოს ეროვნულ ლატარიას“ ამ უდიდესი სიხარულისთვის,’’ – განაცხადა დიდებაშვილმა.
გელა დიდებაშვილი მოგებული თანხით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. მას ჰყავს
მეუღლე და ისინი მალე პირველი შვილის დაბადებას ელოდებიან. InterPressNews.Ge
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ულოცავს გელა დიდებაშვილს მოგებას და შეახსენებს მოგების მსურველებს, რომ საქართველოს ეროვნული ლატარის“ მომენტალურ გათამაშებებში: ,,ფარაონში’’, ,,შვიდიანსა’’ და ,,ოქროს საწმისში’’ კიდევ დარჩენილია მაქსიმალური მოგებები, რისთვისაც დაინტერესებულ პირებს მოგებას უსურვებს.