საწვავის ფასებთან დაკავშირებით, „სოკარ ჯორჯიას“ სათავო ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სოკარი და სხვა მსხვილი კომპანიები, ფასებს ხელოვნურად არეგულირებენ, ხოლო საწვავის ფასი კოლოსალურია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბაზარზე მოთამაშე მსხვილი კომპანიები მცირე მომწოდებლებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, ხოლო სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებლებს აზიანებს, ვინაიდან ფასები ყოველ კვარტალში იზრდება.
აქციის მონაწილეები ავტომობილებით დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მსვლელობას გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.