მსოფლიო მარაგები მარცვლეულ კულტურებზე, მათ შორის ხორბალზე და სიმინდზე, შემცირდება, თუმცა ეს ფასზე გავლენას ჯერჯერობით არ იქონიებს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის ბოლო კვლევის თანახმად, მსოფლიოს სიმინდის მარაგები 2018-2019 სოფლის მეურნეობის წლის ბოლოსთვის 20%-ით, 152 მილიონ ტონამდე შემცირდება, ერთი წლის წინანდელ ანალოგიური პერიოდის მარაგებთან შედარებით. თავად შტატებში კი მარაგის შემცირება შესაძლოა, დაფიქსირდეს 25%-ის ოდენობით.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზითვე 5%-ით შემცირდება მსოფლიოს ხორბლის მარაგი და 8%-ით ბამბის მარაგი.
მიუხედავად ამისა, ჩიკაგოს ბირჟაზე სიმინდის ფასი 15%-ით შემცირდა და წლის მინიმუმს მიუახლოვდა, ხორბლის ფასი შემცირებულია 10%-ით, ხოლო ბამბისა 7%-ით.
კოკა კვირკველია