რუსეთში გამართულ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად ჩასულმა ტურისტებმა ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნაში 100 მილიარდი რუბლი (1,57 მილიარდი დოლაი) დახარჯეს.ამის შესახებ რუსული მედია საორგანიზაციო კომიტეტის "Россия 2018"-ის ხელმძღვანელზე ალექსეი საროკინზე დაყრდნობით წერს.
„თუ მიახლოებით დავითვლით დახარჯულ თანხას ქალაქების მიხედვით, მხოლოდ მოსკოვში მათ დახარჯეს 17 მილიარდი რუბლი. ახლა ჯამდება ციფრები და მათი სავარაუდო მოცულობა 100 მილიარდია“ - განაცხადა მან.
მანამდე მოსკოვის მერი სერგეი სოაბიანინი აცახდებდა, რომ ქალაქმა მსოფლიო ჩემპიონატზე 13 მილიარდი რუბლის შემოსავალი მიიღო, მისი მოადგილე კიდევ უფრო ადრე კი ვარაუდობდა, რომ მოსკოვში ტურისტებმა შემოსავლები 90 მილიარდზე მეტი დახარჯეს, ხოლო აქედან 19 მილიარდი ქალაქის ბიუჯეტში შევიდა.