კრედი 24 - ყველა ავტო სესხი ერთ სივრცეში

ალბათ არა ერთხელ გიოცნებიათ სასურველი მოდელის ახალ ავტომობილზე, რომლითაც ნებისმიერ დროს მარტივად და უსაფრთხოდ გადაადგილდებით.დღეს, მანქანა უკვე აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუმცა მისი შეძენა მაინც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყოველთვიური მცირე შემოსავლის პირობებში არც ისე მარტივია ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება. სწორედ ამიტომ მომხმარებლები სარგებლობენ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ავტო სესხი, ავტო ლიზინგი. რას გვთავაზობს აღნიშნული სერვისები და რა პირობით შეგვიძლია სასურველი მოდელის ავტომობილის შეძენა?

ავტო სესხი - როგორ შევიძინოთ მანქანა მარტივად

ავტო სესხის აღება მარტივად ხდება. თუ ადრე კრედიტის აღება ხანგძლივ პროცედურებთან იყო დაკავშირებული, დღეს ეს პროცესი გაცილებით მოქნილია. ავტო სესხები ონლაინ რეჟიმში, განაცხადის შევსების შედეგად გაიცემა. თუმცა თანხის მიღებამდე გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო:

  • განაცხადის შევსება - კომპანიების უმრავლესობას ვებგვერდზე მოცემული აქვს განაცხადის ონლაინ ფორმა, რომელშიც უთითებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ამასთან, ავტომობილის მარკას, მოდელს, გამოშვების წელს, გარბენსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
  • ავტომობილის შეფასება - საფინანსო კომპანია აფასებს ავტომობილის მდგომარეობას და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მანქანის წლოვანება, ზოგადი მდგომარეობა.
  • სესხის აღება - კრედიტორები ავტომობილის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგენენ მის ღირებულებას და ამის გათვალისწინებით საზღვრავენ კრედიტის პირობას - საპროცენტო განაკვეთს, გადახდის პერიოდსა და გადასახადი თანხის ოდენობას.

რა არის ავტო ლომბარდი და როდის უნდა მივმართოთ მას

ავტო ლომბარდი საშუალებას გაძლევთ დაალომბარდოთ თქვენს საკუთრებაში არსებული ავტომობილი და ამის სანაცვლოდ მიიღოთ თანხა. ავტო ლომბარდი თითქმის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, ვინაიდან სესხი უზრუნველყოფით გაიცემა, კრედიტორები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა შემოსავლის ოდენობა ან საკრედიტო ისტორია.

ავტო ლომბარდი credy24-ის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ. ვებგვერდზე ერთად არის მოცემული საფინანსო სექტორში მოღვაწე სანდო და წამყვანი კომპანიები. ერთ სივრცეში ეცნობით მათ შეთავაზებას, არჩევთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქტს და ზოგავთ თანხას.

ავტო ლიზინგი - როცა ავტომობილის შეძენა გინდათ

ავტო ლიზინგი გეხმარებათ თქვენთვის სასურველი ავტომობილის შეძენაში. საფინანსო კომპანია ყიდულობს თქვენთვის მანქანას, თქვენ კი აღნიშნულ კრედიტორს უხდით პროცენტს ყოველთვიურად. თუ მანქანის შესაძენად არ გაქვთ საკმარისი თანხა, ეს პროდუქტი დიდ დახმარებას გაგიწევთ. სალიზინგო სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ცალკეულ საფინანსო კომპანიებში.

სალიზინგო კომპანია მანქანის ღირებულებას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ადგენს. ავტო ლიზინგის დაფარვა, სხვა კრედიტების მსგავსად ხდება. იფარება როგორც ძირი თანხა, ასევე პროცენტი. ლიზინგით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

თუ არ იცი რომელ საფინანსო ორგანიზაციას მიმართო, რომელი პროდუქტით ჯობია სარგებლობა, ეწვიე კრედი 24-ის ვებგვერდს  https://www.credy24.ge/blog/avto-lizingi-mankanis-shedenis-martivi-gza/, გაეცანი სასარგებლო ინფორმაციას, გაიგე რას გთავაზობენ კომპანიები და შეარჩიე შენზე მორგებული პროდუქტი, რომელიც მარტივად დაზოგავს თქვენს დროსა და ხარჯებს.

(R)