სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზსადენები SOCAR-ს გადაეცა

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ივლისის #1413 განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენები კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.განკარგულების მიხედვით, გაზსადენებში ,,სოკარ ჯორჯია გაზმა” 21 301 538 ლარი უნდა გადაიხადოს, აქედან 8 520 615 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში, დანარჩენი თანხა კი 48 თვეში.

გასზადენები კასპის, ზუგდიდის, ახმეტის, გარდაბნის, ზესტაფონის, ოზურგეთის და ონის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, რომელთა ჯამური სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია.