მაკრონმა აღიარა, რომ ტრამპის წიგნის რჩევებს ითვალისწინებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ წაიკითხა მისი წიგნი „შეთანხმების ხელოვნება“ და იყენებს იქ გამოქვეყნებულ ტაქტიკურ მიდგომებს.ამის შესახებ პორტალი Axios წერს.

გამოცემის მონაცემებით, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ბრიუსელში ემანუელ მაკრონს სთხოვა სავაჭრო საკითხებში ევროკავშირის ქვეყნები ვაშინგტონის პოზიციისთვის დაეთანხმებინა. ფრანგმა ლიდერმა კი უპასუხა, რომ არ დაუჭერს მხარს მოლაპარაკებებს „მუქარის ქვეშ“.

„მე წავიკითხე „მოლაპარაკების ხელოვნება“. მე ვიცი, რომ თავიდან საჭიროა მტერზე საპასუხო შეტევა მიიტანო, რომ შემდეგ შენს ხელში იყოს მოლაპარაკებათა ბერკეტები“, - განუცხდა მან აშშ-ს პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები 1-ელ ივნისს ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ამოქმედებული ახალი სატარიფო განაკვეთების შემდეგ დაიძაბა. ტრამპის დადგენილებით ევროკავშირიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე 25-10%-იანი გადასახადები დაწესდა. ევროკავშირმა ფაქტის განხილვა 22 ივნისს მსო-ში დაიწყო და იმავე დღეს დაუწესა ამერიკელებს საპასუხო გადასახადი სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე.

კოკა კვირკველია