დღეიდან სამტრედიის რაიონში გარევაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა.
როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია ერთი თვით ადრე ჰქონდა და შესაბამისად, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სამტრედიის მერიის შუამდგომლობით ქალაქში არსებული სავაჭრო ცენტრები გარკვეული შეღავათებით სთავაზობენ.
„მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა და ჩვენი სურვილიც არის გარევაჭრობის მოწესრიგება. სამტრედია უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი," - განაცხადა სამტრედიის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.