რუხში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, - ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„14 - 20 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის (ჯამში 34900 ღერი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები გაეგზავნა სასამართლოს.