მსოფლიო ეკონომიკისთვის მთავარ მოკლევადიან და გრძელვადიან რისკებს შორის სახელდება მზარდი ფინანსური სიმყიფე, დაძაბულობის ზრდა ვაჭრობასა და გეოპოლიტკაში, ასევე უთანსწორობა და სუსტი სტრუქტურული ზრდა.
ამის შესახებ საუბარია კომუნიკეში, რომელიც ბუენოს აირესში გამართულ დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების სამიტის მონაწილეებმა მიიღეს.
„ოცეულის“ აზრით, მსოფლიო ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, თუმცა განვითარებადი ქვეყნები ებრძვიან ბაზრების არასტაბილურობას და კაპიტალის გადინებას. ამავდროულად, ფიქსირდება გლობალური ეკონომიკური ზრდა და ბოლო წლების განმავლობაში გლობალური უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე. დოკუმენტში საუბარია, რომ ბევრი განვითარებადი ეკონომიკა ახლა უკეთესად არის მომზადებული ცვლილებებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ რისკების მონიტორინგი და იმოქმედონ, თუ ისინი გახდებიან საგნობრივი.
კოკა კვირკველია