1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4454 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4454 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4454 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4417 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8436 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.