Amazon-ის 3D სმარტფონი 18 ივნისს გამოვა

ჯერჯერობით, სმარტფონის საფასური უცნობია.

Amazon-ის 3D სმარტფონი მზის სინათლეს 18 ივნისს იხილავს. სმარტფონის პრეზენტაციას კომპანიის ხელმძღვანელი ჯეფ ბიზოსი სიეტლში გამართავს.

კომპანია, ჯერჯერობით არანაირ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს ახალი მოწყობილობის შესახებ. უცნობია არამხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, არამედ ახალი გაჯეტის სახელიც კი.

თუმცა, დასავლური პრესა ვარაუდობს, რომ  Amazon-ის გაჯეტი სავარაუდოდ ისეთი იქნება, როგორსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ.bpn

როგორც ამბობენ, მოწყობილობის საკვანძო განსხვავებულობა 3D ინტერფეისი იქნება. გარდა ამისა, BRG.com წერს, რომ სმარტფონს ჟესტებით მართვის თავისებური სისტემა ექნება. მაგალითად, სმარტფონის გადახრა მომხმარებელს ”ფურცლის გადაშლის” ეფექტს მისცემს Kindle-ს აპლიკაციის გამოყენების დროს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ ამაზონის სმარტფონს 4.7 დუიმიანი ეკრანი, Qualcomm Snapdragon-ის პროცესორი და 2 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება ექნება.

ჯერჯერობით სმარტფონის საფასური უცნობია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რითეილერი დაინტერესებულია არა იმდენად მოწყობილობის გაყიდვით და პირდაპირი მოგებით, რამდენადაც Amazon-ის საიტზე შენაძენების რაოდენობის გაზრდით. სმარტფონის საშუალებით კი ეს უფრო მოსახერხებელი იქნება.