აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გამწვავება შესაძლოა სავალუტო ომებში გადაიზარდოს, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას.ამის შესახებ ჩინელი ეკონომისტები გამოცემა Global Times-თან საუბრისას აცხადებენ.
„ჩვენ ვერ გამოვრციხავთ სავალუტო ომს, როგორც ამჟამად არსებული სავაჭრო დაპირისპირების შედეგს. და თუ მაინც მოხდება სავალუტო ომი, მაშინ ის აისახება ყველაზე, მთელს მსოფლიოში“, - აცხადებს ექსპერტი შანჰაიდან სუნ გიუ. მისივე თქმით, თუ აშშ მოახდენს ყველა მისი მუქარის რეალიზებას, მას უარყოფითი შედეგი ექნება არამხოლოდ ეკონომიკასა დავაჭრობაზე, არამედ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სხვა სფეროებზეც.
თავის მხრივ, ჩინური ბანკის წამყვანი ეკონომისტი ლიან პინი აცხადებს, რომ თეთრი სახლის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ წნეხი იქონია იუანზე, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბაზრის ზოგიერთმა მოთამაშემ ამით ისარგებლა და ცდილობს მეტი მოგების ნახვას. სწორედ ამიტომ ვაკვირდებით ამჟამად მზარდ მადას იუანთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
კოკა კვირკველია