თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2018-2019 წლებში იგეგმება 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.როგორც პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული, ამორტიზებული ავტობუსების ჩანაცვლების ჯამური ღირებულება 270 მილიონი ლარია. მერიის ინფორმაციით, არსებული ავტობუსების რაოდენობა დედაქალაქში 655-ია, მათ შორის ძველი და ამორტიზებული 511 ავტობუსია.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, წელსვე დაიწყება და 2021 წელს დასრულდება, ავტობუსის მოძრაობის ზოლი მოეწყობა რამდენიმე ძირითად ქუჩაზე, მათ შორის: რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირების, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩებზე.