Team Fest - ფესტივალი, რომელიც თანამშრომლებს აახლოებს

კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად რომ მის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მათ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ბა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რებ­მა კარ­გად იცი­ან.სწო­რედ ამი­ტომ ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა თიმ­ბილ­დინგს, პრო­ცესს, რო­დე­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რის გა­რეთ ერ­თად ატა­რე­ბენ დროს, სხვა­დას­ხვა გუნ­დურ აქ­ტი­ვო­ბა­ში ერ­თვე­ბი­ან და უფრო ახ­ლოვ­დე­ბი­ან. შე­დე­გად მათ მეტი მო­ტი­ვა­ცია ექ­მნე­ბათ, რომ სამ­სა­ხურ­ში წა­ვიდ­ნენ, უკე­თე­სად იმუ­შა­ონ ერ­თად და უფრო დიდ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით.

თიმ­ბილ­დინ­გის ტრა­დი­ცია ეტა­პობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­შიც ვი­თარ­დე­ბა და იხ­ვე­წე­ბა. მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდას, ისე მათ შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ამ მხრივ, ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია „ნი­კო­რას“, რო­მე­ლიც თიმ­ბილ­დინ­გის აქ­ტი­ვო­ბებს უკვე მე­ო­თხე წე­ლია ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. წელს კომ­პა­ნი­ის ზრდის გამო, სა­ზა­ფხუ­ლო თიმ­ბილ­დინ­გის ფორ­მა­ტიც შე­იც­ვა­ლა და­ი­გი უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­და. იგეგ­მე­ბა ბევ­რად უფრო გაზ­რდი­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი Team Fest, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კომ­პა­ნი­ის არ­სე­ბუ­ლი და მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ. ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გაც­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბა, გუნ­დუ­რი შე­ჭი­დუ­ლო­ბის ზრდა, ასე­ვე, და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

bpn

თიმ­ბილ­დინგ ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა 26 ივ­ლისს, 18:00 სა­ათ­ზე დე­და­ე­ნის ბაღ­ში. ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე სივ­რცე, მათ შო­რის სა­თა­მა­შო ზონა, flea market-ზონა, სა­დაც „ნი­კო­რას“ ხე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­კუ­თარ ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს გა­აც­ნო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე იქ­ნე­ბა საკ­ვე­ბი ზონა და და­საქ­მე­ბის სივ­რცე­ე­ბი.

bpn

„ჩვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ჩა­ერ­თონ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გუნ­დურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. და­საქ­მე­ბის სივ­რცე­ებ­ში კი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ ვა­კან­ტურ პო­ზი­ცი­ებ­სა და პი­რო­ბებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა აპ­ლი­კან­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გა­იც­ნონ კომ­პა­ნი­ის გუნ­დი, კულ­ტუ­რა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი,“ - გან­მარ­ტა­ვენ „ნი­კო­რა­ში“.

ღო­ნის­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა „ნი­კო­რას“ DJ თა­ნა­გუნ­დე­ლის გა­მოს­ვლი­თა და ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ბენ­დის Bedford Falls-ის ლაივ კონ­ცერ­ტით.

წელს თიმ­ბილ­დინგთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მას­შტა­ბუ­რია. გა­სუ­ლი 3 წლის მან­ძილ­ზე კი „ნი­კო­რა“ქი­რა­ობ­და აგა­რაკს და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მიჰ­ყავ­და გუნ­დურ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე. სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერთ სრულ დღეს ატა­რებ­დნენ ერ­თად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ჰქონ­დათ გა­სარ­თო­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ასე­ვე სტრა­ტე­გი­უ­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. ამ პრო­ექ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით „ნი­კო­რამ“ არა­ერ­თი ტა­ლან­ტი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. bpn