„წარმატება ჩვევად რომ გექცეთ“ - და კიდევ 20 უნიკალური ხერხი იმისათვის, რომ გააკეთოთ მეტი ნაკლებ დროში

მიუდექით საქმის გადადებას შემოქმედებითად, დაგეგმეთ ყოველი დღე და იფიქრეთ შედეგებზე - ეს იმ უნიკალური ხერხების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მწერალი ბრაიან თრეისი საკუთარ წიგნში „შეჭამე ბაყაყი“ გვთავაზობს.ეს უნიკალური ხერხები კი იმისთვის არის საჭირო, რომ არ გადავდოთ საქმე და გავაკეთოთ მეტი ნაკლებ დროში.

ზედმეტმა მუშაობამ შეიძლება შრომის ნაყოფიერება შეამციროს

„საქმე ის არის, რომ რვა-ცხრა საათის მუშაობის შემდეგ შრომის ნაყოფიერება ეცემა. თუ თქვენ გვიან ღამემდე მუშაობთ, თუნდაც ყველაზე აუცილებელ საქმეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათან მეტ დროში ნაკლებ სამუშაოს შეასრულებთ. რაც უფრო დაღლილი ხართ, მით მეტ შეცდომას დაუშვებთ და უხარისხოდ შეასრულებთ სამუშაოს. ერთ მშვენიერ დღეს კი გადააწყდებით კედელს და დაცლილი ბატარეის მსგავსად, გზის გაგრძელებას ვერ შეძლებთ“, - წერს ბრაიან თრეისი.

bpn

bpn