ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადს დააწესებს, თუ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან 25 ივლისს დაგეგმილი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ამერიკელი მეწარმეები ესწრებოდნენ და სადაც საუბარი იყო ახალ გადასახადებზე.
„ევროკავშირს ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს შტატებთან მიმართებაში. ისინი ჩამოვლენ ჩემთან ოთხშაბათს და ჩვენ ვიკამათებთ. შევძლებთ კი დავარეგულიროთ ეს საკითხი?! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს რაიმეს გაკეთება მილიონობით მათ ავტომობილთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი გზავნიან აქ ყოველწლიურად. მაგრამ შესაძლოა, ჩვენ რამე მოვიფიქროთ“, - დასძინა მან.
ამერიკის პრეზიდენტმა მისი წინამორბედებიც გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის განცხადებით, წინა პრეზიდენტების პოლიტიკა თავისუფალ ვაჭრობაზე სინამდვილეში აღმოჩნდა სულელური ვაჭრობა. „ჩვენ ამას აწი არ დავუშვებთ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ძირითად პრობლემებზე საუბრისას კი მან კვლავ გამოყო ჩინეთი, NAFTA და სამართლიანობა მსო-ში.
კოკა კვირკველია