იანვარ-აპრილში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 0.3 მლნ ტონით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აპრილში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 11.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მონაცემით, 11 900 000 ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 3,5 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 116, 1 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2017 წლის იანვარ-აპრილში კი ეს ციფრი 112,6 მლნ იყო.

2018 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 5, 7 მლნ ტონიდან 5 მილიონ ტონამდე შემცირდა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 18 188 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 133 169 კონტეინერი, 2017 წლის ამავე პერიოდში კი 114  981 კონტეინერი გადამუშავდა.