რამდენს ხარჯავენ მოქალაქეები სწრაფი კვების ობიექტში ვიზიტისას - ACT-ის კვლევა

სწრაფი კვების ობიექტებით თბილისის გამოკითხული მოსახლეობის 56% სარგებლობს. ამის შესახებ „ეისითის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა უმეტესობა - 57% სწრაფი კვების ობიექტში ერთი ვიზიტისას ერთ ადამიანზე საშუალოდ 10 ლარამდე ხარჯავს. იმ ძირითად მიზეზებს შორის, რის გამოც რესპოდენტები სწრაფი კვების ობიექტებს სტუმრობენ, გემრიელი საჭმელი, მომსახურების სისწრაფე და მოსახერხებელი მდებარეობა სახელდება.

კვლევა თბილისის მასშტაბით, 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში ჩატარდა.