საქართველოში მედიკამენტების იმპორტი შემცირდა

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მედიკამენტების იმპორტი 10.4 მლნ ამერიკული დოლარით შემცირდა.კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში დაფასოებული მედიკამენტების იმპორტმა 155.9 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 166.3 მლნ იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1-ელ 6 თვეში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.