წალკაში ძლიერმა სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა

წალკაში ძლიერმა სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილი და ავტომანქანები დააზიანა.

როგორც წალკის გამგეობაში აცხადებენ, ძლიერი სეტყვა და წვიმა წალკასა და სოფელ ტბეთში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სტიქიის შედაგად მიყენებულ ზარალს გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია დაითვლის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მთლიანად განადგურებულია ხეხილი და კარტოფილი.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.