“კავკასუს ონლაინის“ ერთ-ერთი მფლობელი კომპანიაში საკუთარ წილის შემცირებას გეგმავს.
ამის შესახებ, კომპანიამ უკვე მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, სადაც საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
საუბარია, “კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელზე „ნელგადო ლიმითედზე“, რომელიც კუთვნილი აქციების 19,5%-ის გასხვისებას გეგმავს.
ცნობისთვის, რეესტრის 2018 წლის აპრილის ამონაწერით, „კავკასუს ონლაინის“ 52.73%-იან წილს - International Online Networks; ხოლო 47.27%-იან წილს „ნელგადო ლიმითედი“ ფლობს.