ივანკა ტრამპი აქსესუარების კომპანიას ხურავს

აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი აპირებს დახუროს მისი სახელის მქონე საიუველირო, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბიზნესი. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის მმართველმა აბეგაელ კლემმა მის დაქვემდებარებაში მყოფი 18-ვე თანამშრომელი გააფრთხილა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ბიზნესის დახურვაზე. ივანკა ტრამპი კი მოგვიანებით გეგმავს მიმართოს თანამშრომლებს. ბიზნესის დახურვის მიზეზი ჯერ არ სახელდება.

36 წლის ივანკა ტრამპი მანამდე საიუველირო ნაკეთობების, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების საკუთარ ხაზს ფლობდა. ის აქტიურად ეხმარებოდა მამას საარჩევნო კამპანიისას, მათ შორის მონაწილეობდა სააგიტაციო მიტინგებში. მას, მის ძმებთან ერთად, ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა Trump Organization-ში, რომელიც მშენებლობის სფეროთი იყო დაკავებული.

2017 წლის დასაწყისში ივანკა ტრამპმა საოჯახო ბიზნესი დატოვა. ის ოფიციალურად მუშაობს თეთრ სახლში, სადაც უხელფასო შტატზე პრეზიდენტის მრჩეველია.

კოკა კვირკველია