სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „იმედისა“ და „დერცელი ნობათის“ რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნო.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „იმედი“ და „დერცელის ნობათი“ , რომელშიც 33 ადგილობრივია გაერთიანებული, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხესა და დერცელში საქმიანობს. რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ფუნქციონირებს.
2017 წელს მათ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცათ რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. ასევე მიიღეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენდა საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული დანადგარები.
სასოფლო-სამეურეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი კოოპერატივების მხარდაჭერა, მით უფრო როდესაც კოოპერატივებში გაერთიანებული თითოეული მეპაიისათვის უკვე ხელმისაწვდომი ხდება კოოპერაციის შედეგად გაზრდილი შემოსავალი.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიდინარე წელს 13 ახალი საწარმო აშენდება.