გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპა არ უნდა შეუშინდეს ტრამპის შანტაჟს

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირმა არ უნდა მისცეს უფლება დონალდ ტრამპს, სავაჭრო საკითხებში დააშანტაჟოს.

ჰაიკო მაასმა აღნიშნული განცხადება ამერიკა-ევროპის სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას გამოცემა Funke-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ევროპა არ უნდა დანებდეს და არ შეიძლება დანებდეს შტატებს. ჩვენ არ უნდა მივცეთ დონალდ ტრამპს უფლება, დაგვემუქროს. საჭიროა, ერთიანობის შენარჩუნება და ამერიკული გადასახადების წინააღმდეგ ერთად დგომა. აუცილებელია, ტრამპის მეთოდებს საზღვრები დაუდგინდეს. მას უნდა მოუწიოს იმის ყურება, თუ როგორ ვერ გატეხავს ევროპას“, - აცხადებს მინისტრი გამოცემასთან საუბრისას და დასძენს, რომ საპასუხო პოლიტიკით თავად ამერიკელებიც იზარალებენ, ვინაიდან ნათელია, რომ ევროკავშირს მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა.

კოკა კვირკველია