1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4492 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4492 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4492 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4476 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8641 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8642 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.