ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა „წითელ ხიდზე“ 7,916.3 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ნ.რ-ს კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 54.89 გრამი) აღმოაჩინეს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7,916.3 ლარის ოდენობით შეეფარდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.