WSJ: ევროკავშირი აშშ-სთან დათმობაზე წავიდა

დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაცია მთელ რიგ დათმობებზე წავიდა, რათა თავიდან აიცილოს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მსხვილმასშტაბიანი სავაჭრო ომი.

ამის შესახებ The Wall Street Journal ევროპულ დელეგაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მონაცემებით, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი და ევროკომისარი სესილია მაალსტრომი ამერიკის ადმინისტრაციასთან სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფების დაწევაზე შეთანხმდნენ. ასევე, შეთანხმდნენ ევროკავშირში ამერიკული პროდუქციის იმპორტის გაზრდაზე.

გამოცემის ინფორმაციით, იუნკერი და მაალსტრომი ასევე შეუთანხმდნენ ტრამპს, რომ მოახდენენ არსებული ნორმატიული ბაზის კორექტირებას, რათა გაფართოვდეს ამერიკული სამედიცინო ინვენტარის წვდომა ევროპის შიდა ბაზარზე.

წყაროს ცნობით, მხარეებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება ერთობლივად გააუქმონ გადასახადები იმპორტირებულ ავტომობილებზე.

კოკა კვირკველია