რეგიონებში, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ

რეგიონებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების თანამშრომლებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის წარდგენა მთავრობის სხდომაზე დღესვე მოხდება.

"დღეს მთავრობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადებს. ამ ადამიანებს აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, მართლც რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი,"-აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთი ინიციატივა დააანონსა, რაც ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლებას გულისხმობს.