„დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ"

დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც პრემიერმა განმარტა, ახალი ნაბიჯები აუცილებელია იმისთვის, რომ ჭარვალიანობის, როგორც სისტემური რისკის სიმწვავე ეკონომიკაში შემცირდეს.

„ასევე იცით, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ იმისთვის, რომ ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა და სამართლიანი წესები დამკვიდრდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვრიცხოთ მომავალში ისეთი ფაქტების მიღება, რომელიც სამწუხაროდ, წარსულში ფიქსირდებოდა“, - განაცხადა ბახტაძემ.