2018 წელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სულ 50 994-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.მათ შორის იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები - 14 598 (28.62%)-ს შეადგენდა.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომელთაც ტექინსპექტირება გაიარეს, 37 722 (73.97%) გამართული იყო.
ინსპექტირების დროს დახარვეზებულ იქნა 11 883 ანუ 23.30%. მათ შორის 8 403-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ანუ 70.71%-მა განმეორებით გაიარა ტექინსპექტირება, განმეორებით დახარვეზებულთა რიცხვმა კი - 365 (4.343%) შეადგინა.
ამასთან, 1 389 ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რაც 2.723%-ს შეადგენს, გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა ცნობილი.
წყარო: ტექინსპექტირება