ევროკავშირში ეთანხმებიან ტრამპს, რომ სავაჭრო საკითხებში ბევრი რამ შესაცვლელია

ევროკავშირში ეთანხმებიან დონალდ ტრამპს, რომ სავაჭრო საკითხებში ბევრი რამ ნამდვილად არის შესაცვლელი.

ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ მოხარულები ვართ დღევანდელი შეთანხმებით, ისევე როგორც გასულ კვირას კანადასთან და იაპონისთან“, - განაცხადა იუნკერმა. მისივე თქმით, მხარეები შეთანხდნენ, რომ ახალ ტარიფებს მანამ არ აამოქმედებენ, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, გუშინდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ ერთობლივ მუშაობას ტარიფების განულებისთვის და სავაჭრო საკითხებში უთანხმოების აღმოფხვრისთვის.

კოკა კვირკველია