თბილისის მერია ბარათაშვილის აღმართისა და კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობას ზაფხულში დაიწყებს.ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები აქამდე არ განხორციელებულა.
წყარო: PALITRAVIDEO.GE