2018 წელს ციფრულ მარკეტინგში 237 მილიარდი დოლარი დაიხარჯება

ციფრულ მარკეტინგში უფრო მეტ წილს მობილურ მოწყობილობებზე, სმარტფონებსა და ტაბლეტებზე გამიზნული/მორგებული რეკლამა იკავებს.ამის შესახებ, LILOSHOP.GE-ს მარკეტინგის დირექტორმა ლევან ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ცნობილია, 2017 წელს ონლაინ რეკლამამ პირველად გადაასწრო სატელევიზიო რეკლამას და ვარაუდობენ, რომ 2018 წელს ციფრულ მარკეტინგში 237 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი სარეკლამო ბაზრის 44%-ს შეადგენს. ამასთან, ყველაზე მეტი - 113 მილიარდი დოლარი საძიებო სისტემის რეკლამაში დაიხარჯება.

bpn

„2017 წელს მობილური მოწყობილობებიდან გაყიდვები 44%-ით გაიზარდა, მაშინ როცა 2013-2016 წლებში ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ონლაინ გაყიდვების ზრდის დინამიკა საშუალო წლიური 13% იყო.

2018 წელს საძიებო სისტემაში რეკლამის 63% სწორედ ამ მობილურ მოწყობილობებზე დაიხარჯება. ამავე დროს 2018 წელს Facebook-ს შემოსავალი სარეკლამო ბიზნესიდან 32.1%-ით, ხოლო Google-ს შემოსავალი - 14.8% პროცენტით გაიზრდება,“-აღნიშნა ნადირაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ონლაინ ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია. ამასთან, საკმაოდ სწრაფად იმატებს ქართული საიტების გაყიდვების ტემპი და ამავე დროს ონლაინ რეკლამაში დახარჯული თანხებიც იზრდება.

bpn

„საქართველოში სოციალური ქსელებიდან ძირითადად Facebook-ის , უფრო ნაკლებად კი Instagram-ის რეკლამას ანიჭებენ უპირატესობას. Google-ის რეკლამაც ძალიან პოპულარულია ინტერნეტ მაღაზიებისთვის, თუმცა, რადგან ქართულ ენაზე რეკლამის გაშვება პრობლემაა, ეს ფაქტი Google-ის რეკლამისადმი დაინტერესებასაც ამცირებს. მაგალითისთვის, მსხვილი ონლაინ ტექნიკის მაღაზიები ონლაინ მარკეტინგში თვიურად საშუალოდ 7 000-დან 10 000 ლარამდე, შედარებით წვრილი კომპანიები კი 1000 ლარზე ნაკლებს ხარჯავენ,“-განაცხადა ნადირაძემ.