ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 24-25 ივლისს მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, გ.ჯ-სა და გ.ს-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 190.78 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,871 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14,871 ლარის ოდენობით შეეფარდათ”, - ნათქვამია განცხადებაში.