კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 35,7 მლრდ ლარია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

"ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 413.6 მილიონი ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.6 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი ივლისისათვის 35.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია",- ნათქვამია  ეროვნული  ბანკის  მიერ  გავრცელებულ  ინფორმაციაში.