კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "კავკასუს ონლაინის" ერთ-ერთი დამფუძნებლის "ნელგადო ლიმითედის" აქციების 19,5%-ის გასხვისებაზე თანხმობა გასცა.ცნობისთვის, "ნელგადო ლიმითედი“ „კავკასუს ონლაინის“ 47.27%-იან წილს ფლობს. კომისიის ცნობით, „ნელგადო ლიმითედში“ თეიმურაზ არონიას კუთვნილი აქციები, გარიგების შედეგად, დავით ზურაბიშვილის საკუთრებაში გადავა, რომელსაც ჯამში "ნელგადო ლიმიტედის" აქციების 43,5% ექნება. ამავე კომპანიაში 19,5%-ს თეიმურაზ არონია, 37%-ს კი ხვიჩა მაქაცარია ფლობს.
„ნელგადო ლიმითედის“ გარდა, „კავკასუს ონლაინის“ 52.73%-იან წილს - International Online Networks ფლობს.