რატომ არის „სმოგი“ თბილისის თავზე - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის თავზე თეთრ ღრუბელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.

„სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია“, - აცხადებენ სააგენტოში.